მენიუ

ტურნირი

თბილისის თასი 2026 - 5000₾ ზაფხულის სეზონიაქტიური
თბილისის თასი 2026 ზაფხულის სეზონი 5000₾ საპრიზო

I ეტაპი — შესარჩევი თამაშები
შესარჩევი ეტაპი გაიმართება 28 ივნისს, 3 ივლისს და 5 ივლისს სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. თითოეულ თამაშში გამოვლინდება ერთი MVP, რომელიც ავტომატურად მოიპოვებს ადგილს ნახევარფინალში.

II ეტაპი — ნახევარფინალი
ნახევარფინალში მოთამაშეები 3 თამაშის განმავლობაში დააგროვებენ ქულებს. საბოლოო შედეგების მიხედვით გამოვლინდება 4 საუკეთესო მოთამაშე, რომლებიც ფინალში გადავლენ.

III ეტაპი — ფინალი
ფინალში გადასული 12 მოთამაშე იუთუბზე მოხვდება. გამარჯვებული გუნდი თანაბრად გაიყოფს 5000₾.
🎥ფინალური ეტაპი ჩაიწერება და დაიდება YouTube-ზე, სადაც მაყურებელი თავად გახდება მონაწილე!

მიიღე მონაწილეობა და გახდი მაფიის ტურნირის ფინალისტი!
ტურნირის დეტალები:
  • თარიღი 28.06.2026
  • ფინალი 10.07.2026. 22:30
  • დაწყების დრო 18:00
  • მისამართი დიდი დიღომი, მირიან მეფის 31 & გლდანი, მარატ ნოზაძის 5
წესები:
📍 მაფიის წესები (იაკუძა):
თამაშში მონაწილეობას იღებს 12 მოთამაშე, მათ შორის, 7 პატიოსანი მოქალაქე საიდანაც 1 ექიმი და 1 დეტექტივია, 3 მაფიოზი საიდანაც 1 დონი და 1 მარჯვენა ხელია და 2 იაკუძა საიდანაც 1 შოგუნი ანუ ბოსია და 1 რიგითი იაკუძა.
🖤 პირველ ღამეს ისვრის იაკუძა!
🖤 მაფიას ჰყავს დონი და მარჯვენა ხელი, რომელსაც დონი ირჩევს გაცნობის დროს;
🖤მარჯვენა ხელი მხოლოდ პირველ ღამეს ამოწმებს იაკუძას, შოგუნი არ მოწმდება;
🖤 დონი ეძებს დეტექტივს;
🖤 მარჯვენა ხელი ეძებს მხოლოდ იაკუძას, შოგუნი არ მოწმდება;
🔪იაკუძების გუნდი შედგება 2 მოთამაშისგან, შოგუნი, რომელიც მისი ბატონია და თვითონ იაკუძა, რომელიც ასრულებს დაქირავებული მკვლელის როლს;
🔪შოგუნს არ აქვს გასროლის შესაძლებლობა, ის მხოლოდ გადაწყვეტილებას იღებს და ბრძანება მოქმედებაში მოჰყავს იაკუძას;
როდესაც იაკუძა გავარდნილია თამაშიდან, შოგუნი მკლელობებს ვეღარ აკეთებს;
🔪იაკუძა იგებს მაშინ, როდესაც დარჩება თანაბარი რაოდენობით მაფიასთან ან პატიოსნებთან; 2-2 და 1-1
🔪იაკუძა ვალდებულია ყოველ ღამით გაისროლოს;
🕵🏻‍♂️ დეტექტივი ეძებს მაფიოზებს და იაკუძას. იაკუძაც ისეთივე შავი კარტია დეტექტივისთვის, როგორც მაფია. შოგუნს ვერ ამოწმებს.
👩🏻‍⚕️ ყოველ ღამე იღვიძებს ექიმი და ცდილობს, გადაარჩინოს რომელიმე მოქალაქე. თითოეული მოქალაქისა და საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა ექიმს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
თამაშში არსებულ ნებისმიერ როლს შეუძლია ნებისმიერი სხვა როლის დაბრალება.
მოთამაშეები თამაშს ტოვებენ ღამით მკვლელობებით, ან დღისით ხმის მიცემით.
დღის განმავლობაში თორმეტივე მოთამაშის ამოცანაა, ქალაქს დააჯეროს საკუთარი “პატიოსნება” და დარჩეს თამაშის ბოლომდე.
თითოეულ მოქალაქეს რიგითობის მიხედვით ეძლევა ზუსტად 1 წუთი სასაუბროდ და, სურვილის შემთხვევაში, კანდიდატურის დასასახელებლად. კანდიდატებად დასახელებულ მოთამაშეებს დამატებით 30 წამი ეძლევათ თავის დასაცავად. ამის შემდეგ ქალაქი უმრავლესობის პრინციპით ირჩევს, ვინ დატოვებს თამაშს.
ხმის მიცემისას თავის შეკავების შემთხვევაში, ხმა ავტომატურად გადადის ბოლო კანდიდატზე.
თუ მოქალაქეები დააგროვებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ კიდევ დამატებით 30-30 წამი ეძლევათ არგუმენტაციისთვის, რის შემდეგაც ხდება საბოლოო კენჭისყრა და ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას, დატოვებს თამაშს. განმეორებითი ხმის მიცემა მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის ტარდება, ვინც ყველაზე მეტი თანაბარი რაოდენობის ხმა დააგროვა.
განმეორებითი ხმის მიცემის შემდეგ, თუ კანდიდატებმა კვლავ თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, ისმის ახალი შეკითხვა, სურს თუ არა ქალაქს ყველა კანდიდატს დაატოვებინოს თამაში. ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხისთვის საჭიროა ხმათა 50%-ზე მეტი.
მაფია იგებს იმ შემთხვევაში, თუ თამაშში თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მოქალაქეებთან: 3x3, 2x2, 1x1. გარდა იმ შემთხვევისა თუ თამაშშია მანიაკი.
მანიაკი იგებს იმ შემთხვევაში, თუ 1x1-ზე დარჩება მოთამაშეებთან.
პატიოსნები კი იმ შემთხვევაში თუ თამაშიდან გაიყვანენ მაფიოზებს და მანიაკს.
მაფიაში ქცევების კოდექსი:
1. დაუშვებელია სხვა მოთამაშეების შეურაცხყოფა;
2. დაუშვებელია დაფიცება, ბილწსიტყვაობა;
3. დაუშვებელია ღამით ზედმეტი მოძრაობები და ჟესტიკულაცია;
4. დაუშვებელია წამყვანის ქმედების თამაშში ჩართვა და არგუმენტად მოყვანა;
5. დაუშვებელია წამყვანზე მიმართვა ნებისმიერი კითხვით, გარდა ტექნიკურისა;
6. დაუშვებელია მუქარა, თამაშის შემდეგ დაპირებები.
• მოთამაშეები ერთმანეთს მიმართავენ ციფრებით;
• კანდიდატების დასახელება ხდება აწმყო დროში მკაფიოდ. მაგალითად: მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა; არ მიიღება დავასახელებ 1 ნომრის კანდიდატურას; მიიღეთ გიორგის კანდიდატურა;
• წამყვანი ვალდებულია თქვას: მივიღე 1 ნომრის კანდიდატურა; წინააღმდეგ შემთხვევაში ან 1 ნომერი უკვე დასახელებულია, ან საკმარისად კარგად ვერ დასახელდა, ან ვერ გაიგო წამყვანმა და უნდა გაუმეოროთ.
• წამყვანი აცხადებს კანდიდატურებს მხოლოდ ბოლო გამომსვლელის წინ;
• წამყვანს შეგიძლიათ ჰკითხოთ ფოლები, ასევე ის ყოველ დილით გამოაცხადებს კრიტიკული ფოლების რაოდენობებს;
• წამყვანი გასაცნობად მაფიას აძლევს 20 წამს;
• წამყვანი ყველა როლს გასაცნობად აძლევს 10 წამს, თუნდაც არ გამოიყენონ უფლება არ აქვს დაასრულოს;
• თუ დონმა მკვლელობა ვერ დაადასტურა და დაიძინა და ეს წამყვანისთვის ბუნდოვანია, კვდება მაგიდის პირველი არა მაფიოზი მოთამაშე.
• თუ დეტექტივმა თავის 10 წამში ვერ გადაამოწმა, მაშინ გადამოწმებას კარგავს და იძინებს;
• თუ ექიმმა თავის 10 წამში ვერ აირჩია ვის გადაარჩენს, მაშინ გადარჩენა მიდის მაგიდაზე მჯდომ პირველ ნომერზე ვინც ჯერ არ გადაურჩენია.
• თუ დონი გასულია და ორი მაფია ვერ თანხმდება მკვლელობაზე, დონად ითვლება რიგითობით პირველი მაფიოზი და მისი კანდიდატურა კვდება; თამაშის წესები შეგიძლიათ იხილოთ აქ: თამაშის წესები
ტურნირის ფორმატი:
იაკუძა - 20 ლარი რეგისტრაცია
ფასები:
  • ტურნირის შესარჩევი თამაში: 20₾
  • ყოველი ხელახალი თამაში: 20₾
  • ნახევარფინალში და ფინალში მონაწილეები თანხას აღარ იხდიან
ფინალში გათამაშდება
  • ფინალში გათამაშდება 5000₾
  • ფინალს გადავიღებთ და დაიდება იუთუბ არხზე GI2GI
ტურნირში მონაწილეობა