ქართულიEnglish
მენიუ
რეგისტრაცია მიმდინარეობსსაპრიზო ფონდი 5 000 ₾თანრიგი: I

თბილისის თასი 2026 - 5000₾ზამთრის სეზონი

თარიღი28.11.2026 – 31.12.2026
დაწყების დრო16:30
მისამართიდიდი დიღომი, მირიან მეფის 31 & გლდანი, მარატ ნოზაძის 5

ტურნირის შესახებ

თბილისის თასი 2026 ზამთრის სეზონი 5000₾ საპრიზო

I ეტაპი — შესარჩევი თამაშები
შესარჩევი ეტაპი გაიმართება 29 ნოემბერს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. თითოეულ თამაშში გამოვლინდება ერთი MVP, რომელიც ავტომატურად მოიპოვებს ადგილს ნახევარფინალში.

II ეტაპი — ნახევარფინალი
ნახევარფინალში მოთამაშეები 3 თამაშის განმავლობაში დააგროვებენ ქულებს. საბოლოო შედეგების მიხედვით გამოვლინდება 4 საუკეთესო მოთამაშე, რომლებიც ფინალში გადავლენ.

III ეტაპი — ფინალი
ფინალში გადასული 11 მოთამაშე იუთუბზე მოხვდება. გამარჯვებული გუნდი თანაბრად გაიყოფს 5000₾.
🎥ფინალური ეტაპი ჩაიწერება და დაიდება YouTube-ზე, სადაც მაყურებელი თავად გახდება მონაწილე!

მიიღე მონაწილეობა და გახდი მაფიის ტურნირის ფინალისტი!

განრიგი და ფორმატი

ტურნირის დაწყება28.11.2026 · 16:30
ფინალი31.12.2026 · 22:30
ტურნირების რაოდენობასულ ჩატარდება 3 ტურნირი
მისამართიდიდი დიღომი, მირიან მეფის 31 & გლდანი, მარატ ნოზაძის 5
სერიული - 20 ლარი რეგისტრაცია

ფასები

ტურნირის შესარჩევი თამაში20₾
ყოველი ხელახალი თამაში20₾
ნახევარფინალი და ფინალიუფასო

წესები

📍 მაფიის წესები (სერიული - მანიაკი):
თამაშში მონაწილეობას იღებს 11 მოთამაშე, მათ შორის, 7 პატიოსანი მოქალაქე საიდანაც 1 ექიმი და 1 დეტექტივია, 3 მაფიოზი საიდანაც 1 დონია და 1 სერიული, რომელიც ცალკე გუნდშია.
🖤 პირველ ღამეს ისვრის მაფია.
🖤 სერიული პირველ ღამეს არ ისვრის!
🖤 მაფიას ჰყავს დონი.
🖤 დონი ეძებს დეტექტივს;
🔪სერიულის გუნდი შედგება 1 სოლო მოთამაშისგან, რომელიც მაფიის წინააღმდეგაც იბრძვის და პატიოსნების წინააღმდეგაც.
🔪სერიული იგებს მაშინ, როდესაც დარჩება თანაბარი რაოდენობით მაფიასთან ან პატიოსანთან; 1-1
🔪სერიული ვალდებული არ არის მკვლელობის შესაძლებლობის ღამესვე გაისროლოს, მას შეუძლია შეინახოს მკვლელობა;
🕵🏻‍♂️ დეტექტივი ეძებს მაფიოზებს. სერიულს ვერ ამოწმებს.
👩🏻‍⚕️ ყოველ ღამე იღვიძებს ექიმი და ცდილობს, გადაარჩინოს რომელიმე მოქალაქე. თითოეული მოქალაქისა და საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა ექიმს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
თამაშში არსებულ ნებისმიერ როლს შეუძლია ნებისმიერი სხვა როლის დაბრალება.
მოთამაშეები თამაშს ტოვებენ ღამით მკვლელობებით, ან დღისით ხმის მიცემით.
დღის განმავლობაში თორმეტივე მოთამაშის ამოცანაა, ქალაქს დააჯეროს საკუთარი “პატიოსნება” და დარჩეს თამაშის ბოლომდე.
თითოეულ მოქალაქეს რიგითობის მიხედვით ეძლევა ზუსტად 1 წუთი სასაუბროდ და, სურვილის შემთხვევაში, კანდიდატურის დასასახელებლად. კანდიდატებად დასახელებულ მოთამაშეებს დამატებით 30 წამი ეძლევათ თავის დასაცავად. ამის შემდეგ ქალაქი უმრავლესობის პრინციპით ირჩევს, ვინ დატოვებს თამაშს.
ხმის მიცემისას თავის შეკავების შემთხვევაში, ხმა ავტომატურად გადადის ბოლო კანდიდატზე.
თუ მოქალაქეები დააგროვებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ კიდევ დამატებით 30-30 წამი ეძლევათ არგუმენტაციისთვის, რის შემდეგაც ხდება საბოლოო კენჭისყრა და ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას, დატოვებს თამაშს. განმეორებითი ხმის მიცემა მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის ტარდება, ვინც ყველაზე მეტი თანაბარი რაოდენობის ხმა დააგროვა.
განმეორებითი ხმის მიცემის შემდეგ, თუ კანდიდატებმა კვლავ თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, ისმის ახალი შეკითხვა, სურს თუ არა ქალაქს ყველა კანდიდატს დაატოვებინოს თამაში. ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხისთვის საჭიროა ხმათა 50%-ზე მეტი.
მაფია იგებს იმ შემთხვევაში, თუ თამაშში თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მოქალაქეებთან: 3x3, 2x2, 1x1. გარდა იმ შემთხვევისა თუ თამაშშია მანიაკი.
მანიაკი იგებს იმ შემთხვევაში, თუ 1x1-ზე დარჩება მოთამაშეებთან.
პატიოსნები კი იმ შემთხვევაში თუ თამაშიდან გაიყვანენ მაფიოზებს და მანიაკს.
მაფიაში ქცევების კოდექსი:
1. დაუშვებელია სხვა მოთამაშეების შეურაცხყოფა;
2. დაუშვებელია დაფიცება, ბილწსიტყვაობა;
3. დაუშვებელია ღამით ზედმეტი მოძრაობები და ჟესტიკულაცია;
4. დაუშვებელია წამყვანის ქმედების თამაშში ჩართვა და არგუმენტად მოყვანა;
5. დაუშვებელია წამყვანზე მიმართვა ნებისმიერი კითხვით, გარდა ტექნიკურისა;
6. დაუშვებელია მუქარა, თამაშის შემდეგ დაპირებები.
• მოთამაშეები ერთმანეთს მიმართავენ ციფრებით;
• კანდიდატების დასახელება ხდება აწმყო დროში მკაფიოდ. მაგალითად: მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა; არ მიიღება დავასახელებ 1 ნომრის კანდიდატურას; მიიღეთ გიორგის კანდიდატურა;
• წამყვანი ვალდებულია თქვას: მივიღე 1 ნომრის კანდიდატურა; წინააღმდეგ შემთხვევაში ან 1 ნომერი უკვე დასახელებულია, ან საკმარისად კარგად ვერ დასახელდა, ან ვერ გაიგო წამყვანმა და უნდა გაუმეოროთ.
• წამყვანი აცხადებს კანდიდატურებს მხოლოდ ბოლო გამომსვლელის წინ;
• წამყვანს შეგიძლიათ ჰკითხოთ ფოლები, ასევე ის ყოველ დილით გამოაცხადებს კრიტიკული ფოლების რაოდენობებს;
• წამყვანი გასაცნობად მაფიას აძლევს 20 წამს;
• წამყვანი ყველა როლს გასაცნობად აძლევს 10 წამს, თუნდაც არ გამოიყენონ უფლება არ აქვს დაასრულოს;
• თუ დონმა მკვლელობა ვერ დაადასტურა და დაიძინა და ეს წამყვანისთვის ბუნდოვანია, კვდება მაგიდის პირველი არა მაფიოზი მოთამაშე.
• თუ დეტექტივმა თავის 10 წამში ვერ გადაამოწმა, მაშინ გადამოწმებას კარგავს და იძინებს;
• თუ ექიმმა თავის 10 წამში ვერ აირჩია ვის გადაარჩენს, მაშინ გადარჩენა მიდის მაგიდაზე მჯდომ პირველ ნომერზე ვინც ჯერ არ გადაურჩენია.
• თუ დონი გასულია და ორი მაფია ვერ თანხმდება მკვლელობაზე, დონად ითვლება რიგითობით პირველი მაფიოზი და მისი კანდიდატურა კვდება;

თამაშის წესები შეგიძლიათ იხილოთ აქ: თამაშის წესები