
ადრეული ჯავშნები მაფიაში
ალბათ ყველას გქონიათ ის მომენტი, როცა საღამოს მეგობრები იკრიბებით, მაგიდის აღება გინდათ და ვეღარ ასწრებთ, რადგან უკვე ყველაფერი დაკავებულია. ზუსტად ამიტომ, საიტზე ახალი, ძალიან მოსახერხებელი ფუნქცია დავამატეთ, რომელიც წინასწარ დაგეგმვას ბევრად უფრო მომგებიანს ხდის.
დაჯავშნე წინასწარ და გადაიხადე ნაკლები!💸
24 საათით ადრე
25%
დამატებითი ფასდაკლება
12 საათით ადრე
15%
დამატებითი ფასდაკლება
5 საათით ადრე
5%
დამატებითი ფასდაკლება
დრო ითვლება თამაშის დაწყებამდე!
- როგორ მუშაობს?
რაც უფრო ადრე დაჯავშნი მაგიდას, მით უფრო ნაკლებს იხდი.
თუ თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით (ან თუნდაც წინა დღეს) დაჯავშნი, სისტემა ავტომატურად გაგიკეთებს ფასდაკლებას. ფასდაკლების ზუსტი პროცენტი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ადრე იღებ მაგიდას. კონკრეტულ ციფრებს პირდაპირ ჯავშნის გვერდზე ნახავთ — საიტი თვითონ ითვლის ყველაფერს.
- რატომ არის ეს შენთვის კარგი?
• არ კარგავ ადგილს: განსაკუთრებით პარასკევს და შაბათ-კვირას, აღარ მოგიწევს იმაზე ნერვიულობა, დაგხვდებათ თუ არა თავისუფალი სივრცე. ადგილი 100%-ით შენია.
• ზოგავ ფულს: ფასდაკლებით დაზოგილი თანხით პირდაპირ შეგიძლია ბარში შენთვის და მეგობრებისთვის სასმელები შეუკვეთო.
• ყველაფერი ავტომატურია: არანაირი კოდის ჩაწერა ან ზედმეტი წვალება არ გჭირდება, საიტი თანხას ჯავშნის მომენტშივე გაკლებს.
დროა დაგეგმო შენი თამაში წინასწარ!
სპონტანურობა კარგია, მაგრამ წინასწარ დაგეგმვა ახლა უკვე ფინანსურადაც გიღირთ. გადადი ჯავშნების გვერდზე, აირჩიე დრო და უზრუნველყავი უმაგრესი საღამო შენი სამეგობროსთვის.
შევხვდებით PoolRoom Mafia-ში! 🎩
