
შენი ნიღაბი მაფიაში
ნიღაბი შენი სახელით — იყავი გამორჩეული მაფიის მაგიდასთან 🎭
მაფიის თამაშისას ნიღაბი მხოლოდ წესების ნაწილი არ არის, ის შენი პერსონაჟის და იმიჯის მთავარი დეტალია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ერთგული მოთამაშეებისთვის რაღაც ახალი და ძალიან მაგარი შეგვეთავაზებინა.
ახლა უკვე შეგიძლია შეუკვეთო პერსონალიზებული მაფიის ნიღაბი, რომელზეც შენი სახელი (ან შენი საყვარელი მეტსახელი) იქნება ამოქარგული!
- რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
აღარ მოგიწევს საერთო ნიღბების გამოყენება. გექნება შენი, სრულიად უნიკალური ნიღაბი, რომელიც სპეციალურად შენთვის შეიქმნება. ამოქარგული წარწერა ვიზუალურადაც ძალიან პრემიუმად გამოიყურება და მაგიდასთან ზუსტად იმ სტატუსს გაძლევს, რაც ნამდვილ მოთამაშეს სჭირდება.
- როდის და როგორ მიიღებ?
რადგან თითოეული ნიღაბი ინდივიდუალურად, ზუსტად შენი შეკვეთის მიხედვით მზადდება და იქარგება, პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. შეკვეთის გაფორმებიდან ზუსტად 14 დღეში შენი საფირმო ნიღაბი მზად იქნება და პირდაპირ გადმოგეცემა.
- როგორ შევუკვეთო?
პროცესი უმარტივესია: გადადიხარ ნიღბის შეკვეთის გვერდზე და ირჩევ პერსონალიზებულ ნიღაბს, უთითებ იმ სახელს, რომლის ამოქარგვაც გინდა და ელოდები შენს ახალ აქსესუარს.
გამოირჩიე სხვებისგან და აჩვენე ყველას, ვინ არის ნამდვილი OG!
შევხვდებით თამაშზე! 🎩
