
მოიწვიე მეგობარი და მიიღე უფასო თამაში!
მოიწვიე მეგობარი და ითამაშე მაფია უფასოდ! 🤝
მაფიის თამაში ყველაზე მაგრად მაშინაა სასიამოვნო, როცა მაგიდასთან შენი მეგობრებიც სხედან. ამიტომ გადავწყვიტეთ, შენი სამეგობროს შეკრება შენთვის პირდაპირ მომგებიანი გაგვეხადა!
საიტზე უკვე ჩაირთო რეფერალური (მეგობრის მოწვევის) სისტემა. მარტივად რომ ვთქვათ — შენ იწვევ მეგობარს და იღებ უფასო თამაშს.
- როგორ მუშაობს პროცესი?
ძალიან მარტივად:
1. შედიხარ შენს პროფილში, რეფერალების გვერდზე და აკოპირებ შენს პირად მოსაწვევ კოდს (ან ლინკს).
2. უგზავნი ამ კოდს მეგობარს.
3. როგორც კი შენი მოწვეული მეგობარი დარეგისტრირდება, თავის ანგარიშზე (ბალანსზე) ჯამში 40 ლარს შეიტანს და შესაბამისად, ითამაშებს 2 თამაშს, შენ ავტომატურად იღებ მაფიის 1 თამაშს სრულიად უფასოდ!
რაც მთავარია: მოწვეული მეგობრების რაოდენობაზე შეზღუდვა არ გვაქვს. მოიწვევ 5 მეგობარს, რომლებიც ამ პირობას შეასრულებენ? მიიღებ 5 უფასო თამაშს. მოიწვევ 10-ს? ითამაშებ 10-ჯერ უფასოდ!
ეს არის იდეალური შანსი, რომ შენი ის მეგობრებიც აზიარო მაფიის აზარტს, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ.
დააკოპირე შენი კოდი ახლავე, ჩაუგდე მეგობრებს ჩატში და შეაგროვე უფასო თამაშები.
შევხვდებით მაგიდასთან! 🎩
