
თბილისის თასი 2026 5000₾ საპრიზო
თბილისის თასი 2026 საპრიზო ფონდი 5000₾ იწყება! ფინალი იუთუბ არხზე GI2GI დაიდება. Mafia.ge-ზე იწყება თბილისის თასი 2026 — მაფიის მასშტაბური ტურნირი, სადაც მონაწილეებს ექნებათ შანსი ითამაშონ, დაამტკიცონ საკუთარი დონე და იბრძოლონ 5000₾-იანი საპრიზო ფონდისთვის. ტურნირი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც უყვარს მაფია, სტრატეგია, ემოცია და ძლიერი კონკურენცია. შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ასევე ახალ მონაწილეებსაც. მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია MAFIA.GE-ზე, დაჯავშნონ ადგილი შესარჩევ ეტაპზე და ჩაერთონ თბილისის თასის თამაშებში. ტურნირის ფინალი სრულად დაკომპლექტდება ჩვენი მოთამაშეებითა და გამომწერებით, ხოლო ფინალური თამაში დაიდება GI2GI-ის YouTube არხზე. ეს არის შენი შანსი, გახდე თბილისის თასი 2026-ის მონაწილე და იბრძოლო დიდი ფინალისთვის. დარეგისტრირდი, დაჯავშნე ადგილი და ჩაერთე ტურნირში! ტურნირს ატარებს "საქართველოს სამაგიდო თამაშ მაფიის ფედერაცია" GBGMF 👉 MAFIA.GE
